დაარსების ისტორია

ორგანიზაცია „Action“ დაარსდა 2008 წლის 1 ნოემბერს. ამ ორგანიზაციის დაფუძნების იდეა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაჩნდა. ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დაჭირდა ამ საქმის სრულად გააზრება – ჩამოყალიბებასა და პროფესიონალი კადრების მოძიებას. ჩვენს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო გამოცდილება არა მარტო საქართველოს წამყვან ფირმებში, არამედ საზღვარგარეთულ კომპანიებშიც. ორგანიზაციის თანამშრომლები არიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით განსმჭვალულები, რაც აისახება მათი მუშაობის ხარისხზე.

ორგანიზაცია „Action“ ახორციელებს პროფესიონალური ტექნიკის გაქირავებას, კერძოდ:

1) ხმის(Sound)–გაქირავებას
2) განათების(Light)–გაქირავებას
3) სადიჯეო აპარატურის(Dj Equipment)–გაქირავებას

ორგანიზაცია „Action“ საკმაოდ სწრაფად იძენს პოპულარობას. ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება ჩვენი საქმიანობით და სარგებლობს ჩვენი მომსახურებით, რაც მეტყველებს ჩვენს პროფესიონალიზმზე. ჩვენი კომპანიის მოღვაწეობის არეალი თანდათან ფართოვდება და ალბათ, მალე მთელს საქართველოსაც მოიცავს. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და მაღალხარისხიანი მომსახურება.